ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი დასავლეთს კიევზე ზეწოლისკენ მოუწოდებს


კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში პროგრესი არ მიღწეულა. მოსკოვმა კიევს ბრალი დასდო მოლაპარაკებების შენელებაში. რუსეთის თქმით, კიევი მოსკოვისთვის მიუღებელი წინადადებებით გამოდის. უკრაინამ თქვა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არ მიიღებს რუსეთის ულტიმატუმებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ საჭიროა მოლაპარაკებები წინ წავიდეს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ჰქონდეს საფუძველი.

„იმისთვის, რომ ორი პრეზიდენტისთვის შეხვედრაზე ვისაუბროთ, საშინაო დავალება უნდა შესრულდეს. მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს და მისი შედეგები იქნას შეთანხმებული“, - თქვა პესკოვმა. „მნიშვნელოვანი პროგრესი ამ დრომდე მიღწეული არაა“, - თქვა მან.

პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორებმა უნდა მოუწოდონ კიევს დათანხმდეს პირობებს.

„ისინი [ქვეყნები] რომლებსაც შეუძლიათ, უნდა გამოიყენონ მათი გავლენა კიევზე, რათა ის უფრო მიმღები და კონსტრუქციული იყოს ამ საუბრებში.

ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი დღეს ონლაინ გაიმართა. ის სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრია.

XS
SM
MD
LG