ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოდოლიაკი ამბობს, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შეიძლება უახლოეს კვირებში შედგეს


უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შეიძლება უახლოეს კვირებში გაიმართოს, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმების შემდეგ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა გამოცემა wp.pl-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, დღეისთვის რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები თავთავიანთ პოზიციებზე რჩებიან, სადავო საკითხების შეთანხმებას კი რამდენიმე დღიდან ერთ-ნახევარ კვირამდე შეიძლება დასჭირდეს. ამ ხნის განმავლობაში მხარეები უნდა მიუახლოვდნენ სამშვიდობო შეთანხმებას.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარისთვის არა აქვს მნიშვნელობა შეხვედრის ადგილს.

გაზეთ "ფაინანშალ ტაიმსის" ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში წინსვლაა სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც 15 პუნქტისგან შედგება.

XS
SM
MD
LG