ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეს სანქციები ომის გამოცხადებას ჰგავს“ - პუტინი დასავლეთის სანქციებზე


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციები „ომის გამოცხადებას ჰგავს". გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის დაწესების ნებისმიერი მცდელობა, კონფლიქტში შესვლის ტოლფასი იქნება.

ვლადიმირ პუტინი კვლავ იმეორებს, რომ მისი მიზანი უკრაინაში რუსულენოვანი თემების დაცვაა, ქვეყნის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ გზით.

„ეს სანქციები, რომლებიც დაწესებულია, ომის გამოცხადებას ჰგავს. მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ [საქმე] აქამდე არ მივიდა“ - თქვა პუტინმა, მოსკოვის მახლობლად მდებარე აეროფლოტის სასწავლო ცენტრში საუბრისას.

მისი თქმით, სხვა სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის დაწესების თაობაზე, რუსეთის მიერ სამხედრო კონფლიქტისკენ გადადგმულ ნაბიჯად იქნება განხილული. ნატომ უარყო კიევის მოთხოვნა ფრენის აკრძალული ზონის შესახებ, იმ მოტივით, რომ ეს გამოიწვევს ომის ესკალაციას, უკრაინის ფარგლებს გარეთ.

ვლადიმირ პუტინი ასევე აცხადებს, რომ რუსეთში რაიმე სახის საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება. მისი თქმით, ასეთი ზომები წესდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი შიდა თუ გარე საფრთხე.

„ჩვენ არ ვგეგმავთ რაიმე სახის სპეციალური რეჟიმის შემოღებას რუსეთის ტერიტორიაზე - ამჟამად არ არის საჭირო“, - განაცხადა პუტინმა

XS
SM
MD
LG