ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. ამ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„პრეზიდენტი ბაიდენი შეუერთდა პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთის მიმართ მოწოდებაში, რომ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები რეგიონში და დაუშვას მეხანძრეებს და სასწრაფო დახმარების მუშაკების ადგილზე შესვლა“ - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეთრი სახლის ცნობითვე, პრეზიდენტი ბაიდენი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტრო სადგურზე არსებული ვითარების შესახებ ასევე ესაუბრა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში მდივნის მოადგილესა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ადმინისტრატორს.

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი გრანჰოლმი ამბობს, რომ დეპარტამენტმა ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი გაააქტიურა და უკრაინის ატომურ სადგურზე მოვლენებს აკვირდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ზაპორიჟიეს ატომ ერლექტრო სადგურზე რუსეთის სამხედრო ძალებმა თავდასხმა განახორციელეს, რასაც სადგურის ზოგიერთ შენობაში ხანძარი მოჰყვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ადგილზე მისულ მეხანძრეებს მუშაობის საშუალება არ ჰქონდათ, რადგან რუსული მხარე ცეცხლს არ წყვეტდა. „შეწყვიტეთ ცეცხლი და შექმნეით უსაფრთხო ზონა, რათა მეხანძრეებმა მუშაობა შეძლონ“, წერდა დმიტრო კულება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

მოგვიანებით, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მეხანძრეებს ადგგილზე შესვლის საშუალება მიეცათ.

XS
SM
MD
LG