ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პუტინ, ჰააგა მოგელის“ - წარწერა რუსეთის საელჩოს წინ ლიეტუვაში


„პუტინ, ჰააგა გელის“ - წარწერა რუსეთის საელჩოს წინ ლიეტუვაში
„პუტინ, ჰააგა გელის“ - წარწერა რუსეთის საელჩოს წინ ლიეტუვაში

ლიეტუვაში რუსეთის საელჩოს წინ, ასფალტზე გრაფიტი გააკეთეს, სადაც წერია: „პუტინ ჰააგა მოგელის". წარწერა კარგად ჩანს საელჩოს ფანჯრებიდან. ლიეტუველები ჰააგის სასამართლოს სახელით ცნობილ გაეროს მთავარ სამართლებრივ ორგანოს გულისხმობენ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს. ვილნიუსის მერიის გადაწყვეტილებით კი, ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, უკრაინელი გმირების სახელი დაერქმევა.

მერიის განკარგულების შესაბამისად, მისამართი შეეცვლება თავად რუსეთის საელჩოსაც. ვილნიუსში ამბობენ, რომ საფოსტო გზავნილები რუსეთის საელჩოში მხოლოდ ახალ მისამართზე მივა. „ყველას, ვინც კი საელჩოს მიწერს, მოუწევს დაფიქრდეს რუსული აგრესიის მსხვერპლსა და უკრაინელ გმირებზე,“- წერს ვილნიუსის მერი რემიგიუს სიმასიუსი.

პარალელურად, მოსკოვში მივლენილი უკრაინელი დიპლომატები სამუშაოდ ლატვიაში გადადიან. მათ რუსეთი ომის დაწყების შემდეგ დატოვეს.

„ლატვია მიესალმება უკრაინელ დიპლომატებს, რომლებმაც დატოვეს მოსკოვი და გადმოკვეთეს ლატვია-რუსეთის საზღვარი,“- წერს ედგარს რინკევიჩსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლატვია ასევე აცხადებს, რომ მზად არის უკრაინელ დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს დროებითი თავშესაფარი მისცეს და დახმარება აღმოუჩინოს.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რასაც მოსკოვი "სპეცოპერაციას" უწოდებს, მოსკოვში უკრაინის საელჩომ მუშაობა შეწყვიტა. გუშინ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოსკოვში უკრაინის საელჩო დალუქულია, პერიმეტს კი დაცვის სამსახური აკონტროლებს.

რუსეთში უკრაინის საელჩო დახურეს და დალუქეს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:39 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG