ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსეთი შუა აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებას ცდილობს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, პრემიერ-მინისტრმა მაიხაილ მიშუსტინმა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, შუა აზიის სამ ქვეყანასთან კავშირების საკითხზე იმსჯელეს.

25 თებერვალს, კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პუტინი უზბეკ პრეზიდენტ შავკათ მირზოევს ორმხრივ ურთიერთობებზე და უკრაინაში მიმდინარე ვითარებაზე ესაუბრა. „შავკათ მირზოევმა რუსული მხარის ქმედებების მიმართ გაგება გამოხატა“, თქვა პრეს-სამსახურმა.

რამდენიმე საათით ადრე, ყაზახეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ ტოკაევმა და მიშუსტინმა, სხვა საკითხებთან ერთად, „უკრაინაში ვითარების ესკალაციის და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების ფონზე, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის შემცირების თვიდან აცილების ერთობლივი ძალისხმევის თემაზე ისაუბრეს.“

იმავე დღეს, მატვიენკო დუშანბეში ტაჯიკეთის უმაღლეს ოფიციალურ პირებს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების საკითხზე ესაუბრა.

მატვიენკომ თქვა, რომ2021 წელს, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 45 პროცენტით გაიზარდა და პანდემიამდე პერიოდის დონეს გადააჭარბა.

მატვიენკომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთს, ნაცვალგების პრინციპით, სანქციებს დაუწესებს, იმის გათვალისწინებით, რომ „დასავლეთსაც ბევრი მგრძნობიარე ობიექტი აქვს“.

XS
SM
MD
LG