ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენი შიფი: აშშ, პარტნიორებთან ერთად, უპრეცედენტო საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას იღებს ამერიკელი კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი, რომელიც სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის მიმდინარე აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია თვეებია გაფრთხილებას აკეთებს უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მასიური მობილიზაციის შესახებ და საუბრობს იმაზე, რომ რუსეთის დამატებითი შეჭრა უკრაინაში გამანადგურებელი იქნება.

კონგრესმენი აცხადებს, რომ "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ ჩვენი ყველაზე უარესი შიშები შესაძლოა ახდეს რუსეთის გახშირებული პროვოკაციების და საჯარისო შენაერთების მოჭარბების ფონზე. თუმცა, პუტინს განსხვავებული ხედვის და აშშ-ის შეთავაზებით დიპლომატიური გზის არჩევა შეუძლია".

შიფი დასძენს, რომ შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთიანი და ერთსულოვანია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში. მისი თქმით, რუსეთის დამატებითი თავდასხმის შემთხვევაში, ვაშინგტონი უპრეცედენტო ზომებს გაატარებს პუტინის რეჟიმის გასანადგურებლად და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG