ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ-ვითარება მსოფლიოში: ომიკრონი, პროტესტი ვაქცინის წინააღმდეგ და მეოთხე დოზა


მსოფლიოს გარშემო კოვიდ-19-ის კვლავ აქტიურად ვრცელდება. "ომიკრონის" ვარიანტთან ერთად, ცალკეული ქვეყნები რეკორდულად გაზრდილ მაჩვენებელს უმკლავდებიან. საავადმყოფოები გადავსებულია და ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა უჭირს ჰონგ-კონგს. ადგილობრივი ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს. შემთხვევები რაოდენობა 20-ჯერ გაიზარდა წინა კვირასთან შედარებით.

თუმცა სხვა ქვეყნები, რომლებმაც უკვე გაიარეს "ომიკრონის" ტალღა, შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ. გახსნას გეგმავს ტაივანი, რომელსაც ამ დრომდე მკაცრი კარანტინის ზომები აქვს დაწესებული. სამხრეთ კორეა კი ვაქცინის მეოთხე დოზის გაცემას იწყებს. ვიეტნამი აცხადებს, რომ არ გეგმავს ქარხნების დაკეტვას, განსხვავებით გასული წლისგან, როცა ქვეყნის ამ ნაბიჯს წარმოების ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვა. მაშინ ქარხნები, რომლებიც ისე ბრენდებისთვის, როგორიცაა „ნაიკი“, „ზარა“, „სამსუნგი“ თუ „ეფლი“ პროდუქციას ქმნიან, დაიხურა. ახლა ქვეყანა აცხადებს, რომ „დელტა“ ვარიანტისგან განსხვავებით, "ომიკრონი" ნაკლებად საშიშია და ასევე ქარხნის მუშათა დიდი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია.

შემთხვევები მცირდება გერმანიაშიც. ქვეყანა იწყებს შეზღუდვების შემსუბუქებას. ორშაბათს ქვეყანაში კოვიდ-19-ის 75,465 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 20%-ით ნაკლებია წინა კვირის ამავე დღის მაჩვენებელზე.

მეოთხე დოზაზე საუბარი დაიწყო ასევე შვედეთმაც. სტოკჰოლმმა გასცა რეკომენდაცია 80 წელს ზემოთ ადამიანებისთვის "ფაიზერის" და "მოდერნას" მეოთხე დოზის მიღებაზე. რაც შეეეხება, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჩვილების აცრის ნების დართვას, რისი მოთხოვნითაც კომპანია "ფაიზერ-ბიონტექმა" ამერიკის სურსათისას და მედიკამენტების ადმინისტრაციას მიმართა, ამ დრომდე ადმინისტრაციას აღნიშნულზე არ უმსჯელია. ამერიკულმა მარეგულირებელმა განაცხადა, რომ იქამდე სანამ ამ მიმართვას განიხილავს, მას კომპანიისგან მეტი მონაცემები სჭირდება.

იმ ფონზე, როცა „ომიკრონი“ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება, გრძელდება პროტესტი სავალდებულო ვაქცინაციის გარშემო. გასულ უქმეებზე, დემონსტრანტებმა კანადაში გზები გადაკეტეს. ე.წ. „თავისუფლების ქარავნის“ გამოსვლები ოტავაში სატვირთო მანქანების მძღოლების პროტესტით დაიწყო. ისინი ეწინააღმდეგებიან ამერიკა-კანადის საზღვრის გადასაკვეთა, "ან ვაქცინა ან კარანტინი" წესებს.

კანადის პროტესტის გამოძახილია ასევე „ქარავნის“ პროტესტი თელ-ავივიდან იერუსალიმამდე. დემონსტრანტები მანქანებით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ და შეზღუდვები გააპროტესტეს.

ე.წ. ვაქცინის მანდატის გაუქმება მოითხოვეს ევროპაშიც, ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ჯგუფები, სხვადასხვა ქვეყნებიდან ბელგიისკენ ​ავტომანქანებით გაემართნენ და იქ ევროკავშირის მიერ შემოღებული წესების წინააღმდეგ დემონსტრაცია გამართეს. მონაწილეები ძირითადად ბელგიიდან და საფრანგეთიდან იყვნენ. გასულ უქმეებზე, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა საფრანგეთშიც.

დღეს, კანადის ონტარიოს პროვინციამ განაცხადა, რომ გეგმავს შეზღუდვების შემსუბუქებას და რესტორნებზე, ბარებსა და სხვა ბიზნესებზე რაოდენობის შეზღუდვის გაუქმებას. პროვინციის თქმით, ისინი ასევე გააუქმებენ ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის მოთხოვნას პირველი მარტიდან. ვაქცინაციის მოთხოვნას, სარესტორნო თუ გასართობ ბიზნესებში მოსახვედრად, გეგმავს ასევე ამერიკის დედაქალაქი. ვაშინგტონი, რომელმაც ვაქცინაციის მოწმობის წარდგენის ვალდებულება, რესტორნებსა და ბარებში მოსახვედრად, დეკემბერში შემოიღო, ამ მოთხოვნას, ხვალ გააუქმებს.

XS
SM
MD
LG