ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ კანონმდებელს 7.6 მლნ დოლარის ჯარიმა დააკისრა


ბრიტანულმა სასამართლმ აზერბაიჯანელ კანონმდებელს 7.6 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. თანხა კანონმდებელმა სისხლის სამართლის დანაშაულის ეროვნულ სააგენტოს უნდა გადაუხადოს, რადგან მან ბრიტანეთში თანხები უკანონოდ შეიტანა.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჯავანშირ ფეიზიევს, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრს ეხება. მის შესახებ დანიურმა გამოცემა "ბერლინგსკიმ" და "ორგანიზებული დანაშაულისა დ კორუფციის გაშუქების პროექტმა" 2017 წელს ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა და ის ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობაში ამხილა.

დოკუმენტები მიუთითებს, რომ ბრიტანეთში რეგისტრირებულმა, სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილმა ოთხმა კომპანიამ თითქმის სამ მილიარდამდე დოლარის ოდენობის ტრანზაქციები განახორციელა. კანონმდებელს ადანაშაულებენ, რომ ამ ფინანსური გადარიცხვების უმთავრესი მიზანი ევროპელი პოლიტიკოსების მოქრთამვა, ფუფუნების საგნების და ქონების შეძენა იყო.

აზერბაიჯანს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მმართველობის ქვეყნად მიიჩნევს, სადაც დემოკრატიული არჩევნების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების კუთხით არაერთი პრობლემაა.

XS
SM
MD
LG