ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ეტაპი ერევნისა და ანკარას ურთიერთობებში


სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი

თებერვლიდან სომხეთსა და თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თურქეთმა სომხეთს საზღვარი 1993 წელს, მას შემდეგ ჩაუკეტა, რაც მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შედეგად, რომელშიც გამარჯვებას ერევანმა მიაღწია, ანკარამ ამ უკანასკნელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

2020 წელს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ექვსკვირიანმა ომმა ვითარება შეცვალა. ბაქომ მთიანი ყარაბაღის და მოსაზღვრე რეგიონების ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა.

მომხდარმა, ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების გადასახედად შესაძლებლობა შექმნა.

ბაქოსგანაც პოზიტიური სიგნალებია სომხეთ თურქეთის ურთიერთობის გაუმჯობესების გარშემო

„დღეს სომხეთის და თურქეთის დაახლოებას წინ ბარიერები აღარ უდგას. 1990იან წლებში, [მთიანი ყარაბაღის] ტერიტორიის ოკუპაცია იყო მიზეზი, რის გამოც თურქეთმა საზღვარი დაკეტა. ახლა ეს ხელის შემშლელი ფაქტორი აღარაა და სომხეთ- თურქეთის ურთიერთობის გაუმჯობესების გარშემო, ბაქოსგანაც პოზიტიური სიგნალებია“ , - აცხადებს სინან ულგენი, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის კვლევების ცენტრიდან.

სომხეთ-თურქეთს შორის ავიამიმოსვლა თებერვლიდან აღდგება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:13 0:00

მხარეებს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში იმართება. საზღვრის გახსნა ათიათასობით სომხისთვის, რომელიც თურქეთში მუშაობს, ვითარებას მნიშვნელოვნად ცვლის, რადგან ახლა მათ თურქეთში მოხვედრა საქართველოს გავლით უწევთ.

თუმცა ურთიერთობების ნორმალიზაციას ხელს ორი ქვეყნის ისტორია უშლის. სომხეთი თურქეთს, ოსმალეთის იმპერიის მიწურულს, სომეხთა გენოციდში სდებს ბრალს. 1915 წელს, 1.5 მილიონი სომეხი იქნა მოკლული მაშინდელი ოსმალეთის ტერიტორიაზე. ანკარა უარს აცხადებს მომხდარის გენოციდად ცნობაზე და ამბობს, რომ სომეხი უმცირესობის ამოხოცვა, სამოქალაქო ომმა გამოწვია.

თუმცა მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ერევანს არ სურს ამან ურთიერთობების დათბობას ხელი შეუშალოს.

ნორმალიზაცია შერიგებას არ გულისხმობს.

„ნორმალიზაცია შერიგებას არ გულისხმობს. ეს არ შეეხება სომეხთა გენოციდს. მეზობლებს შორის ფუნდამენტური პრინციპია ჰქონდეთ დიპლომატიური ურთიერთობები და ღია საზღვრები. შერიგება შემდეგი ეტაპია, თუმცა ნორმალიზაცია ამის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - ამბობს რიჩარდ გირაგოსიანი, რეგიონული კვლევების ცენტრიდან.

ურთიერთობის ნორმალიზაცია ხელს შეუწყობს ვაშინგტონთან ანკარის დაძაბული ურთიერთობების გაუმჯობესებას. ვაშინგტონი მიმდინარე მოლაპარაკებებს მიესალმა. ამ დრომდე, ამერიკის კონგრესი აქტიურად აკრიტიკებდა თურქეთის პოლიტიკას, შეექმნა დაბრკოლებები სომხეთის ეკონომიკისთვის. ანკარა სომხეთს მის ბაზარსა და სატრანზიტო გზებზე წვდომას არ აძლევდა. შედეგად სომხეთი მის ქართველ, რუს და ირანელ მეზობლებზე იყო დამოკიდებული. მიმომხილველები ამბობენ, რომ საზღვრების გახსნა, ამ დამოკიდებულებას შეამცირებს.

ამას რეგიონზე დიდი გავლენა ექნება, განსაკუთრებით თანამშრომლობის და ტრანსპორტის კუთხით.

„ამას რეგიონზე დიდი გავლენა ექნება, განსაკუთრებით თანამშრომლობის და ტრანსპორტის კუთხით. ასევე, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა, რეგიონში ირანის როლს შეამცირებს“, - აცხადებს ზაურ გასიმო, ბონის უნივერსიტეტიდან.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობას გავლენა ექნება საქართველოზეც, რომელიც ამ დრომდე, რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მთავარი სატრანზიტო გზა იყო. ორი ქვეყნის დაახლოება თბილისის სატრანზიტო როლს შეცვლის.

თურქეთი და სომხეთი 2008-2009 წლებში, ამერიკის და შვეიცარიის შუამდგომლობით, ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცადნენ. მაშინ ეს მოლაპარაკებები, ბაქოს წინააღმდეგობის გამო, წარუმატებლად დასრულდა.

თუმცა, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე პერიოდული დაპირისპირება, მიმდინარე მოლაპარაკებებს რისკის წინაშე აყენებს.

XS
SM
MD
LG