ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები გრძელდება


საახალწლო შესვენების შემდეგ, ორშაბათს ვენაში განახლდა მოლაპარაკებები 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების აღდგენის შესახებ, რომელიც სანქციების შერბილების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს.

ორშაბათს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა თქვა, რომ მოლაპარაკებები „სიღრმისეულ ფაზაში შედის“.

იმის მიუხედავად, რომ ირანმა და შეერთებულმა შტატებმა გარკვეული პროგრესი მოიხსენიეს, ირანმა შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო, როგორც თვითონ უწოდებს,„მაქსიმალურ მოთხოვნებში“, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა კი გასულ კვირაში თქვა, რომ ნაადრევია იმის თქმა, მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდზე ირანმა „უფრო კონსტრუქციული მიდგომა“ თუ წარმოადგინა.

ორივე მხარემ მიანიშნა, რომ შეთანხმებაში დაბრუნება სრულად სურს. აპრილში მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, შეთანხმების სხვა მონაწილეები შუამავლის როლს ასრულებდნენ ირანის და აშშ-ს დელეგაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან მხოლოდ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

შეერთებული შტატები შეთანხმებიდან 2018 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს გამოვიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG