ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ამბობს, რომ მზადაა სომხეთსა და თურქეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს


რუსეთში ამბობენ, რომ ოფიციალური მოსკოვი მზადაა დაეხმაროს სომხეთსა და თურქეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში. მოსკოვის პასუხი მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ოფიციალურმა ერევანმა რუსეთს მედიაციისთვის მიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეზობლებს შორის ნორმალიზება „უდავოდ ხელს შეუწყობს რეგიონში ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას“.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები სომხეთი და აზერბაიჯანი გასულ წელს ექვსი კვირის განმავლობაში იბრძოდნენ განახლებულ კონფლიქტში მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო, რომელიც ეთნიკური სომხების კონტროლის ქვეშ იყო თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში.

ნატოს წევრმა თურქეთმა აზერბაიჯანს ომში მხარი დაუჭირა, რომელიც 2020 წლის ნოემბერში რუსეთის შუამავლობით დასრულდა. გასულ წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რამაც აზერბაიჯანს საშუალება მისცა დაებრუნებინა კონტროლი მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე, ადგილზე რუსი სამშვიდობოების ყოფნის პარალელურად.

თურქეთს კი სომხეთთან საზღვარი თითქმის სამი ათეული წელია დაკეტილი აქვს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG