ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"კომსომოლსკაია პრავდამ" ბელარუსში ბიურო დახურა


პოპულარულმა რუსულმა გაზეთმა "კომსომოლსკაია პრავდამ" თანამშრომელი ჟურნალისტის დაკავების შემდეგ, ბელარუსში საკუთარი ბიურო დახურა. ჟურნალისტის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი და უსაფრთხოების თანამშრომელი სროლის შედეგად დაიღუპნენ.

"კომსომოლსკაია პრავდამ" ბელარუსში საკუთარი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სამშაბათ ღამით მიიღო და მიზეზად "ბოლო წლის და განსაკუთრებით, ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები" დაასახელა.

გასულ კვირას ბელარუსის ინფორმაციის სამინისტრომ გაზეთის ვებგვერდი დაბლოკა, რომელსაც ყოველდღიურად 20 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობდა. ამის შემდეგ ორ დღეში კი ლუკაშენკოს რეჟიმმა ჟურნალისტი ჰეინაძ მაჟეიკა დააპატიმრა.

"კომსომოლსკაია პრავდა" მას შემდეგ მოექცა მთავრობის აგრესიის ცენტრში, რაც გაზეთმა ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სროლის შედეგად დაიღუპნენ. გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც დაღუპული ოპოზიციონერის მეგობარი ამბობდა, რომ ის კარგი ადამიანი იყო. სტატიის ავტორი დაკავებული ჟურნალისტი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG