ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის არჩევნებზე განცხადებას აქვეყნებს


"17-19 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პარლამენტის ქვედა პალატის, იგივე, დუმის არჩევნები ისეთ პირობებში ჩატარდა, რომელიც თავისუფალ და სამართლიან პროცესს ხელს არ უწყობდა", ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

არჩევნების წინა პერიოდში, რუსეთის მთავრობა აქტიურად იყენებდა ახალ კანონებს, რომელიც “ექსტრემისტული ორგანიზაციების”, "უცხოეთის აგენტების” და “არასასურველი ორგანიზაციების” წინააღმდეგ არის მიმართული.

სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ასეთი კანონების გამოყენებამ "მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და რუს ხალხს, მისი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გამოყენებაში ხელი შეუშალა".

რუსეთის მთავრობა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურების მარგინალიზაციას ეწეოდა. ამასთან ერთად, ოპონენტების ნაწილი ცოცხალი აღარაა, ნაწილი ციხეშია და ნაწილი იძულებით ემიგრაციაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ არჩევნების დროს, "რუსეთის მთავრობამ ხელი შეუშალა დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ეუთოს ოფისს და მის საპარლამენტო ასამბლეას არჩევნებს დაკვირვებოდა, ზღუდავდა რა გამჭვირვალობას, რაც სამართლიანი არჩევნებისთვის არსებითი პირობაა."

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეს ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს, მათ შორის, რაც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით არის გათვალისწინებული და ასევე ვალდებულებებს, რომელიც ეუთოს და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მიმართ აქვს.

"ჩვენ რუსეთისგან მოვითხოვთ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაასრულოს წნეხის კამპანია სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე და დამოუკიდებელ მედიაზე. ამასთან ერთად, ჩვენ არ ვცნობთ რუსეთის დუმის არჩევნებს, რომელიც უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩატარდა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ", ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG