ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია რუსეთიდან მომდინარე კიბერ-შეტევებს იძიებს


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელმა პროკურორებმა კიბერ-თავდასხმათა წყების გამოძიება დაიწყეს. მათი სამიზნე გერმანელი პოლიტიკოსები იყვნენ. თავდასხმაში გერმანიის საგარეო სამინისტრომ ბრალი რუსეთს დასდო.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გამოძიება „ჯაშუშობის ეჭვით“ აღიძრა.

ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანა მნიშვნელოვან არჩევნებს უახლოვდება. საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს იმართება და ერთმანეთის პირისპირ არცერთ წამყვან პარტიას არ აქვს დიდი უპირატესობა.

ამ წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა, სამჯერ აცნობეს პარლამენტს, რომ ადგილი ჰქონდა უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებისგან წამოსულ კიბერ-თავდასხმას კანონმდებლების წინააღმდეგ.

6 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მთავრობას აქვს „სარწმუნო ინფორმაცია“, რომ თავდასხმები რუსეთიდან მოდის და კერძოდ, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურიდან. საგარეო სამინისტროს პრესსპიკერმა, ანდრეა სასემ აღნიშნა, რომ ჰაკერები ეყრდნობოდნენ როგორც „ტრადიციუი კიბერ-შეტევას“,„ ასევე „დეზინფორმაციას და გავლენის ოპერაციებს“. მან აღნიშნა, რომ სამინისტრომ რუსეთს ოფიციალური საჩივრის ნოტა გაუგზავნა.

გერმანიამ რუსეთს ბევრჯერ დასდო ბრალი კიბერ-შეტევის ორგანიზებაში. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური 2015 წლის თავდასხმა იყო, რომელმაც პარლამენტის ქვედა პალატის კომპიუტერული ქსელის პარალიზება გამოიწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG