ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიული კადრი - ბოლო ამერიკელი სამხედრო რომელმაც ავღანეთი დატოვა


ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულებულია. ავღანეთი ყველა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა. ბოლო ამერიკული თვითმფრინავი ქაბულიდან 30 აგვისტოს გვიან ღამით აფრინდა. კადრი, კი რომელიც სამხედრო თვითმფრინავთან არის გადაღებული, ისტორიულია.

ამერიკელი გენერალი, რომელსაც იარაღი ლულით ქვემოთ უჭირავს ბოლო სამხედრო იყო, რომელმაც ავღანეთი დატოვა.

ის გენერალი კრის დონაჰიუა, ამერიკის 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის მეთაური, გენერალი რომელიც ბოლო 15 დღის განმავლობაში ავღანეთში სამოქალაქო პირების ევაკუაციას უწევდა კოორდინაციას. პასუხისმგებელი ევაკუაციის პროცესზე 82-ე ბატალიონი იყო.

15 აგვისტოდან 30 აგვისტომდე ქაბულიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა. დევნილები მიიღო ამერიკამ, ევროკავშირმა და ათობის სხვა დიდმა თუ პატარა სახელმწიფომ რუსეთისა და ჩინეთის გამოკლებით.

ათასობით ავღანელის ევაკუაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქაბული დაემხო და თალიბანმა დაკარგული ძალაუფლება დაიბრუნა. 20 წლის შემდეგ, თალიბანის მებრძოლები ავღანეთს აკონტროლებენ და მთავრობის ჩამოყალიბებაზე მსჯელობენ.

ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობისა და თალიბანის მობრუნების შემდეგ ათასობით ავღანელი ქვეყნის დატოვებას სიცოხლის ფასად ცდილობს. ბევრმა მათგანმა შეძლო, ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი ქაბულში დარჩა.

ომი ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაიწყო. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა გამოაცხადა. 2001 წლის ოქტომბრიდან კი ამერიკელმა და მოკავშირე ქვეყნის სამხედროებმა ავღანეთში ბრძოლები დაიწყეს.

ომის დროს ამერიკელმა სამხედროებმა ნომერ პირველი ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია შეძლეს. 20 წლის განმავლობაში მანამ, სანამ ავღანეთში ამერიკელი და მოკავშირე ქვეყნების სამხედროები იმყოფებოდნენ ქვეყანაში ხელისუფლებები დემოკრატიულად იცვლებოდა. დღეს კი ავღანეთი 2001 წლამდე პერიოდს დაუბრუნდა, როცა ქვეყანას თალიბანი მართავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG