ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ამერიკელებისთვის კოვიდ-ვაქცინის მესამე დოზის მიცემის შესახებ გამოაცხადა


ოთხშაბათს, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა გეგმის შესახებ, 20 სექტემბრის კვირიდან გამაძლიერებელი აცრის შეთავაზება დაიწყონ ყველა ამერიკელისთვის, რომლის “ფაიზერის” ან “მოდერნას” მეორე დოზიდის მიღებიდან რვა თვე უკვე გავიდა.

ბაიდენმა თეთრ სახლში თქვა: “უბრალოდ გახსოვდეთ მარტივი წესი, თქვენი მეორე დოზიდან რვა თვის შემდეგ, გამაძლიერებელი დოზა მიიღეთ.”

ბაიდენმა დაამატა: “გამაძლიერებელი აცრები უფასოა. ამ აცრის გაკეთებას შეძლებთ ვაქცინაციის დაახლოებით 80 ათას ადგილზე, მთელ ქვეყანაში. ეს მარტივი იქნება, უბრალოდ თქვენი ვაქცინაციის ბარათი უჩვენეთ და გამაძლიერებელ აცრას მიიღებთ.”

შეერთებული შტატების ჯანდაცვის მესვეურები ამბობენ, რომ შეიძლება გამაძლიერებელი აცრა საჭირო იყოს მათთვის, ვინც “ჯონსონ და ჯონსონის” ვაქცინის ერთი დოზა მიიღო. მოელიან, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, შემდეგ რამდენიმე კვირაში “ჯონსონ და ჯონსონის” შესახებ დამატებით მონაცემებს მიიღებენ.

ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა ეს გეგმა გააკრიტიკეს. მათ მიაჩნიათ, რომ ყველა ამერიკელისთვის გამაძლიერებელი აცრის დაშვება გააღრმავებს ვაქცინაციის საკითხში ნაპრალს, რომელიც მდიდარ და დაბალ შემოსავლიან ქვეყნებს შორის არსებობს, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს და ჯანდაცვის მუშაკებს ერთი დოზაც არ მიუღიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG