ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთი საქართველოს 6-მა მოქალაქემ დატოვა


ევაკუაცია ქაბულის აეროპორტში, ავღანეთი
ევაკუაცია ქაბულის აეროპორტში, ავღანეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, 6 მოქალაქე გამოემგზავრა. ისინი ავღანეთში კერძო კონტრაქტით იმყოფებოდნენ და ამერიკულ კომპანიაში მუშაობდნენ.

ქართველების ევაკუაცია წინა ღამით, უნგრული ბორტის დახმარებით გახდა შესაძლებელი, რაც უნგრულ მხარესთან აქტიური მუშაობის შედეგია, აღნიშნავს სამინისტრო. ქაბულში ისევ იმყოფებიან საქართველოს სხვა მოქალაქეები. მათი რიცხვი დღეისთვის სულ ცოტა, 16 უნდა იყოს.

"გრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაზე, თუმცა როგორც ცნობილია, კოალიციის გადაწყვეტილებით, ქაბულის აეროპორტში სამხედრო ხომალდების გარდა სხვა ტიპის საჰაერო ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა და მას შემდეგ, რაც დაშვებული იქნება შესაბამისი ნებართვა, მოხდება ბორტის გამგზავრება", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG