ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ერაყს 17 000-ზე მეტ უძველეს არტეფაქტს გადასცემს


ვაშინგტონსა და ბაღდადს შორის შეთანხმება შედგა და ამერიკა ერაყის მთავრობას 17 000-ზე მეტ უძველეს არტეფაქტს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ მხარეები ადასტურებენ. ერაყის კულტურის მინისტრი ამბობს, რომ უძველესი ნივთების ერაყში ჩატანა ეტაპობრივად მოხდება.

უძველესი ნივთები, რომელიც მსოფლიო კულტურისა და ერაყის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნიდან დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ იყო გატანილი, დაჯგუფებამ წლების განმავლობაში ისტორიული ნივთების ნაწილი გაანადგურა ნაწილი კი გაასხვისა. კონტრაბანდულად გატანილი ნივთების დიდი ნაწილი ამერიკელმა სამართალდამცავებმა ამოიღეს და დაზიანებული ნივთების აღდგენა შეძლეს. ახლა კი წლების შემდეგ ნივთებს, მათ შორის 3 5000 წლით დათარიღებულ თიხის ფირფიტას ვაშინგტონი ბაღდადს გადასცემს.

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს და ერაყში ნივთების ჩამოტანა ეტაპობრივდ მომდევნო თვიდან დაიწყება,“- აცხადებს სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს ერაყის კულტურის მინისტრი ჰასან ნადიმი.

ერაყიდან მოპარული უძველესი ნივთების გატანა წლების განმავლობაში კონტრაბანდის სახით სხვადასხვა ქვეყანაში ხვდებოდა და მას სხვადასხვა მფლობელები ჰყავს. თუმცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნიკალური ნიმუშების ამოღება შეძლეს და მათი რეაბილიტაცია.

არტეფაქტები, რომელსაც ერაყი მომდევნო თვიდან მიიღებს ლურსმულ დამწერლობაში შექმნილ დაფებსაც მოიცავს, რაც ნადიმის თქმით ერაყელი ხალხისთვის მნიშვნელოვანია.

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო წლების განმავლობაში ქვეყანაში ანადგურებდა ისტორიულ, ეკლესიურ და კულტურულ დაწესებულებებს. რის გამოც ათასობით უნიკალური ნივთი და ისტორია განადგურდა. ერაყისა და საერთაშორისო ძალების დახმარებით დაჯგუფების დიდი ნაწილის განადგურება მოხდა.

წარმატებული მისიის შემდეგ ერაყს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების ორგანიზაციის „ნატოს“ წევრი ქვეყნები წლის ბოლომდე დატოვებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG