ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეწყრის შედეგად, იაპონიის ერთ-ერთ კურორტზე 100-მდე ადამიანი დაკარგულია


ცენტრალური იაპონიის ერთ-ერთი საზღვაო ქალაქი მეწყერმა თითქმის მთლიანად გაანადგურა. ათასობით მაშველი ცდილობს, მიწის უზარმაზარი ნაწილის ქვეშ მოყოლილი ადამიანების პოვნას და გადარჩენას.

სტიქიური უბედურების შედეგად, 130-ზე მეტი სახლი და სხვა დანიშნულების შენობა დაინგრა. ცხელი წყლების კურორტი ატამი ტოკიოდან დაახლოებით 90 კილომეტრითაა დაშორებული.

გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 3 ადამიანია გარდაცვლილი, 80-ზე მეტს ეძებენ.

მეწყერი ძლიერმა წვიმამ განაპირობა. ერთ დღეში მოსული ნალექის რაოდენობა იგივე იყო, რაც მთლიანად ივლისის თვეში აღირიცხება ხოლმე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG