ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნი შიმშილობის შემდეგ "მეტ-ნაკლებად" გამოჯანმრთელდა


რუსეთის ფედერაციის პენიტენციური სერვისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "მეტ-ნაკლებად" გამოჯანმრთელდა და შიმშილობის შემდეგ, ახლა უკვე აქვს უნარი ეკონტაქტოს ოჯახს.

ნავალნის პირობითი სასჯელის პირობების დარღვევისთვის მოსკოვის სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა.

"შემიძლია ვთქვა, რომ ის მეტ-ნაკლებად გამოჯანმრთელდა",-უთხრა სააგენტო "ტასს" ალექსანდრ კალაშნიკოვმა და დაამატა, რომ ნავალნი "უკვე იწონის 82 კილოგრამს, იკვებება ნორმალურად და აქვს უნარი ეკონტაქტოს თავის ოჯახს".

ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამშაბათს, მისმა თანამებრძოლებმაც გააკეთეს კომენტარი. ივან ჟდანოვის, ნავალნის ერთ-ერთი მოკავშირის განცხადებით, ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იმის გამო, რომ პირად ექიმთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ და არასათანადოდ ეპყრობოდნენ, ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო. პროტესტის ეს ფორმა მან მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუუარესდა.

ნავალნის ჯერ საბჭოთა ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით", მოწამვლამ, შემდეგ კი მისმა დაპატიმრებამ და საპყრობილეში მოყპრობის წესმა, დასავლეთში უკმაყოფილება გამოიწვია. ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა და ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა.

დასავლეთისგან ასეთი ნაბიჯი მოსკოვმა შიდა საქმეებში ჩარევად მიიღო და მოუწოდა სხვა ქვეყნებს არ ჰქონოდათ მცდელობა, მოეგვარებინათ რუსეთის შიდაპოლიტიკური საკითხები.

ქვეყანაში ასევე განიხილება ნავალნის ანტი-კორუფციული ორგანიზაციის ექსტრემისტულად გამოცხადების საკითხი. 18 აპრილს, სახელმწიფო დუმას, პარლამენტის ქვედა პალატის მიერ, მიღებული კანონის მიხედვით კი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არის "ექსტრემისტული დაჯგუფების" წევრი, ან მასთან ასოცირებული, მომავალში ვეღარ დაიკავებს არჩევით თანამდებობას.

მომავალ თვეში მოსკოვის სასამართლო გამართავს მოსმენებს საკითხზე უნდა იყოს თუ არა ნავალნის ფონდი და მისი რეგიონალური ოფისები "ექსტრემისტული" ორგანიზაციების სიაში.

.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG