ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის ოფისები დახურა


რუსეთის ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ოფისების დახურვის ბრძანება გასცა. სასამართლომ მთავარი პროკურატურის მოთხოვნა უნდა განიხილოს. უწყება ითხოვს, ოპოზიციონერი ლიდერის ანტიკორუფციული ფონდი „ექსტრემისტულ“ ჯგუფად შეფასდეს.

ანტიკორუფიუცლი ფონდის „ექსტრემისტ“ ჯგუფად გამოცხადება, რუსეთის ხელისუფლებას მეტ თავისუფლებას მისცემს, დააკავოს ან გაუყინოს აქტივები ნავალნისთან დაკავშირებულ პირებს.

ფონდის წარმომადგენლების სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ისინი ოფისების დახურვის შესახებ ბრძანებას დაემორჩილნენ, რადგან იქ მუშაობის გაგრძელება საფრთხის შემცველი იყო. ამასთან, ნავალნის გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბრძოლას „პერსონალური“ შესაძლებლობებით განაგრძობენ.

„ჩვენ ყველას მშვენივრად გვესმის, რომ ჩვენს საქმიანობაში არანიარი ექსტრემიზმი არ არსებობს. ექსტრემისზმის ბრალდება, მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიების საბაბად გამოიყენება“ - აცხადებს, ლეონიდ ვოლკოვი, ნავალნის თანამოაზრე.

სახელმწიფო ბრალმდებელი კი აცხადებს, რომ ჯგუფი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

44 წლის რუსი ოპოზიციონერი, კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი იანვარში დააკავეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით მან ციხეშ 2.5 წელი უნდა დაჰყოს.

XS
SM
MD
LG