ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის ლეგენდარული ღვინის ინდუსტრია საფრთხეშია


ფერდობზე გაშენებული ვენახის რიგებში დაყენებული გამათბობლები
ფერდობზე გაშენებული ვენახის რიგებში დაყენებული გამათბობლები

საფრანგეთის მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანა საუკუნის ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო კრიზისის წინაშე დგას. ცივმა კლიმატმა უზარმაზარი ქაოსი შეიტანა ქვეყნის ვენახებში და წლევანდელი ყურძნის მოსავალი მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ბევრი მომხდარს კლიმატურ ცვლილებებს აბრალებს.

საუბარია მეღვინეობით სახელგანთქმულ, წამყვან რეგიონებზე, ჩრდილოეთში მდებარე შამპანის ოლქით დაწყებული, სამხრეთ-დასავლეთის ბორდოთი დამთავრებული.

აპრილში, აღმოსავლეთში მდებარე ბურგუნდიის ვენახებში ტემპერატურა 6 გრადუსამდე დაეცა. მევენახეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვაზის მოყინული რტოების გათბობა ხელოვნურად უწევთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG