ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიმატური ცვლილებები თეთრი სახლის დღის წესრიგში ბრუნდება


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კლიმატური ცვლილებების მიმართ წინამორბედის პოლიტიკა, ინაუგურაციის დღესვე შეცვალა. 17 აღმასრულებელი ბრძანებიდან, რომელსაც ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელი მოაწერა, სწორედ კლიმატურ ცვლილებებს ეხებოდა.

ეს პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

საკითხის ოთხწლიანი უგულვებელყოფის შემდეგ, ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანება მოუწოდებს თითოეულ ფედერალურ სააგენტოს, „დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა კლიმატის კრიზისის დაძლევისთვის.“

აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერისას, ბაიდენი აცნობიერებს, რომ „ეს მხოლოდ საწყისი წერტილია“ და მომავალში კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. ბაიდენის დღის წესრიგი, კლიმატური ცვლილებების მოსაგვარებლად აგრესიულია, მაგრამ მხოლოდ აღმასრულებელი ბრძანებები საკმარისი არ იქნება. კანონმდებლობის მისაღებად, კონგრესია საჭირო.

დემოკრატების დომინირებული წარმომადგენელთა პალატისა და თანაბრად გაყოფილი სენატის პირობებში, ამ ამოცანის შესრულება მარტივი არ იქნება.იმ შტატების წარმომადგენელმა რესპუბლიკებმა, სადაც წიაღისეულ საწვავს აწარმოებენ, წინააღმდეგობის შესახებ უკვე განაცხადეს.

ბაიდენის პოლიტიკა, „პირველივე დღიდან, ზიანს აყენებს ამერიკელ მომუშავეებს და ეკონომიკას“ - აცხადებს დასავლეთ ვირჯინიის სენატორი, შელი მური.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG