ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი საფრანგეთთან ბლოკადის შემსუბუქებაზე მოლაპარაკებებს მართავს


ბრიტანეთი სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება. ლონდონსა და ქვეყნის სამხრეთში გამწვავებული რთული პანდემიური ვითარების გამო, ბრიტანეთთან ორშაბათს კიდევ უფრო მეტმა ქვეყანამ შეწყვიტა მიმოსვლა - კომერციული ფრენები, საავტომობილო, სარკინიგზო მოგზაურობა.

ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, პოლონეთი, ბელგია, ავსტრია, ბულგარეთი, ნიდერლანდები კანადა და ინდოეთი, ბრიტანეტთან მოგზაურობას კრძძალავს. ჯამში, ორმოცზე მეტი ვქეყანა უარს ამბობს, საკუთარ აეროპორტებში, ბრიტანეთიდან მგზავრები მიიღოს.

ბრიტანეთიდან ამერიკის მიმართულებით ყველა ფრენის შეჩერებას მოითხოვს ამერიკელ პოლიტიკოსთა ნაწილი, მათ შირისაა, ნიუ-იორკის გუბერნატორი. ენდრიუ კუომო ფედერალური ხელისუფლებისგან ითხოვს სრულად აგრძალოს ან მკაცრი შეზღუდვები დააწესოს ბრიტანეთიდან აშშ-ში მოგზაურობაზე. კუომო შიშობს, რომ კორონავირუსის ახალი, უფრო მარტივად გავრცელებადი შტაბი ნიუ-იორკში შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს, რადგან ბრიტანეთიდან ნიუ-იორკის კენედის სახელობის აეროპორტში, დღეში ათობით ფრენა სრულდება.

კვირას უფრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო პარიზმა - საფრანგეთმა, თავდაპირველად 48 საათის განმავლობაში, ბრიტანეთს საზღვრები ჩაუკეტა. ამან ბრიტანელ სატვირთოს მძთღოლებს, ევროკავშირში გადაადგილება შეუზღუდა. ამან, ზოგიერთ პროდუქტზე დეფეიციტის საშიშროება შექმნა. თუმცა, ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბორის ჯონსონმა ბრიტანელები დაამშვიდა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მარაგების უმეტესობსა, იმპორტ-ექსპორტი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას.

„მე ვესაუბრე პრეზიდენტ მაკრონს, ორივე გვესმის ერთმანეთის პრობლემები და ორივეს გვსურს ამ პრობლემების მოგვარება“ - თქვა ჯონსონმა და დასძინა, რომ არ ესმის, რატომ ვრცელდება გადაადგილების შეზღუდვები სხვადასხვა ტვირთვის გადაზიდვაზე. ბრიტანეთი საფრანგეთს, ბლოკადის სემსუბუქებას თხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG