ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვას არჩეულ პრეზიდენტს სადაზვერვო სამსახურების კონტროლს უზღუდავენ


დღეს, მოლდოვას არჩეული, მომავალი პრეზიდენტის, მაია სანდუს ათასობით მომხრე გამოვიდა ქუჩებში პარლამენტის ახალი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. პარლამენტარებმა გადაწყვიტეს, რომ ახალ პრეზიდენტს აღარ ჰქონდეს კონტროლი სადაზვერვო სამსახურებზე.

სანდუმ, რომელიც მსოფლიო ბანკში ეკონომისტად მუშაობდა და პროდასავლური ხედვებითაა ცნობილი, გასულ თვეს, საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა პრორუსი იგორ დოდონი. თუმცა, პარალამენტში უმრავლესობა, ისევ სოციალისტური პარტიის წევრებს და დოდონთან ასოცირებულ კანონმდებლებს აქვთ.

აღმოსავლეთ ევროპის 3,5-მილიონიან ქვეყნაში, მუდმივი ბრძოლა მიდის რუსეთსა და დასავლეთ შორის, გავლენების მოსაპოვებლად. ბოლო წლებში ქვეყანა ცნობილი გახდა თავისი არასტაბილურობითა და კორუფციული სკანდალებით, მათ შორის იყო გახმაურებული საქმე, როდესაც საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარი დაიკარგა.

სანდუმ, პარლამენტის გადაწყვეტილება, აუკრძალონ მის კაბინეტს ჰქონდეს სრული ინფორმაცია უსაფრთხოების სააგენტოებზე, შეაფასა, როგორც „ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა“ და მისი პრეზიდენტობის შეფერხება.

„ჩვენ, არჩევნებში ხალხის ხმები მივიღეთ, რათა დაგვესაჯა ქურდები და დაგვებრუნებინა დაკარგული ფული ხალხისთვის“, თქვა სანდუმ საპროტესტო აქციაზე გამოსვლის დროს. „მაგრამ ქურდებს შეეშინდათ. მათ სურთ, შეინარჩუნონ ძველი, კორუფციული გეგმები, მათ სურთ ხალხის ხმები ნაგავსაყრელზე მოისროლონ“, დაამატა არჩეულმა პრეზიდენტმა.

სოციალისტების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა და ამიტომ, სადაზვერვო სამსახურებზე კონტროლი პარლამენტს უნდა ჰქონდეს.

სანდუს მხარდამჭერები ყვიროდნენ: „ძირს მაფია“, „ძირს დოდონი“. აქციაზე მყოფების უმეტესობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, პირბადეებით იყო მისული. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელი გადაკეტეს, რის გამოც, პარლამენტში სესიები გადაიდო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG