ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა არჩევნების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაითხოვა


საარჩევნო უბნების დახურვიდან სულ ორი კვირის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, არჩევნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირი “ტვიტერით” სამსახურიდან მოხსნა.



სამშაბათ ღამით, ტრამპმა კიბერ-უსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი ქრისტოფერ კრებსი გალანძღა იმის გამო, რასაც მან არჩევნების შესახებ “უაღრესად არაზუსტი” განცხადება უწოდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 3 ნოემბრის არჩევნები “მასიური შეუსაბამებობებით და გაყალბებით” იყო დასვრილი.

ტრამპმა “ტვიტერით” განაცხადა, რომ სააგენტოს დირექტორის მოხსნის განკარგულება ძალაში დაუყოვნებლად შედიოდა.
კრებსმა თავის სამსახურიდან მოხსნას, “ტვიტერის” ახლად გახსნილი პირადი ანგარიშიდან უპასუხა და დაწერა: “პატივი მქონდა მემსახურა. ჩვენ ეს სწორად გავაკეთეთ. დაიცავი დღეს, უზრუნველყავი ხვალინდელი დღის უსაფრთხოება”.

არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებები თვეების ბანმავლობაში ისმოდა. ტრამპი არჩევნებამდე გამუდმებით აჟღერებდა განგაშს პოტენციური გაყალბების შესახებ და შეშფოთებას გამოთქვამდა ბიულეტენების ფოსტით გაგზავნის ფართოდ გამოყენების გამო, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ხდებოდა.



გასულ ხუთშაბათს, ფედერალური და შტატების ოფიციალური პირების კოალიციამ, მათ შორის ზემოთ აღნიშნულმა სააგენტომ, კიდევ ერთხელ უარყვეს ბრალდებები, როგორც უსაფუძვლო.
არჩევნების შემდგომ დღეებში და კვირებში, კრებსი პირადად აქტიურად მუშაობდა ჭორების და უსაფუძვლო ბრალდებების გასაბათილებლად და ზოგიერთ შეთქმულების თეორიებს “ტვიტერით” “უაზრობას” უწოდებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG