ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯიის შტატში ხმებს თავიდან გადაითვლიან


ამერიკის სამხრეთით მდებარე ჯორჯიის შტატში, დღეს არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ მიღებული ხმების გადათვლის გადაწყვეტილება მიიღეს. აუდიტის დროს, საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენებს ხელით გადაითვლიან.

შტატში არჩევნები რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოუგო. თუმცა, ბაიდენის 14 112-ხმიანი უპირატესობა შტატში დათვლილი, დაახლოებით 5 მილიონი ბიულეტენისთვის, ბევრი არ არის. ჯორჯიის შტატში დემოკრატ კანდიდატს 1992 წლის შემდეგ არ მოუგია, როცა არჩევნებში გამარჯვება ბილ კლინტონმა მოიპოვა.

ხმის გადათვლის პროცესზე დამკვირვებლებად ორივე პარტიის წარმომადგენლები არიან მიწვეული. შტატის რესპუბლიკელ ლიდერებს ხმის გადათვლისთვის და სერტიფიცირებისთვის ვადა 20 ნოემბერს ეწურებათ. ზოგ შტატში ეს ვადა ერთი კვირით გვიან მთავრდება.

არცერთ მედიას ჯორჯიის შტატში გამარჯვებული ჯერ არ დაუსახელებია. ანალოგიური სიტუაციაა არიზონის შტატში, სადაც ბაიდენის უპირატესობა 12, 813 ამომრჩევლის ხმით განისაზღვრება. ჯორჯიის შტატში სასწორზე 16 ელექტორის (საარჩევნო კოლეგიის წევრის) ხმაა, არიზონაში კი -11-ის.

ბაიდენს უკვე აქვს 279 ელექტორის ხმა. ტრამპმა 217 ხმა მიიღო. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა საარჩევნო კოლეგიის 538 წევრიდან 270 ელექტორის ხმის მოპოვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG