ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაიკეთებდით თუ არა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას? 


თვეებია მსოფლიო კოვიდ19-ის პანდემიას ებრძვის, ჩნდება მოლოდინები, რომ მალე ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, კვლევითმა ორგანიზაციამ "პიუ რისერჩმა" კი ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლევა ჩაატარა და მოქალაქეებს კითხა "დღეს რომ ვაქცინა არსებობდეს გაიკეთებდით თუ არა.

საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ ამერიკელთა თითქმის ნახევარი 49% ამბობს, რომ ისინი ნამდვილად არ გაიკეთებენ ან შესაძლოა არ გაიკეთონ ვაქცინა. 51% კი მზად არის დღესვე გაიკეთოს ვაქცინა.

გამოკითხულთა 49 პროცენტი რომელიც თავს იკავებს, ან უარს ამბობს ვაქცინის მიღებაზე ამის მიზეზად შესაძლო გვერდით მოვლენებს ასახელებენ და ამბობენ, რომ ეშინიათ.

ამ საკითხზე "პიუ რისერჩმა" კვლევა მაისშიც ჩაატარა. მაშინ მონაცემები რადიკალურად განსხვავებული იყო. გაზაფხულზე ამერიკელთა 72% ამბობდა, რომ ისინი მზად იყვნენ ვაქცინის გასაკეთებლად. შემოდგომაზე ჩატარებულ კვლევაში დაზუსტებით პასუხი, რომ ვაქცინას გაიკეთებდნენ, მხოლოდ გამოკითხულთა 21% დააფიქსირა.

აქვე მკვლევარები ამბობენ, რომ გამოკითხულთა 77% მიაჩნია, რომ ვაქცინის დამტკიცება შესაძლოა მოხდეს მის ბოლომდე და სრულყოფილ შესწავლამდე.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით მსოფლიოში კოვიდ19 30 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა და გარდაცვლილთა რაოდენობა 950 000 აჭარბებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ ახალმა კორონავირუსმა ევროპაში გავრცელება "საგანგაშო ტემპებით" დაიწყო და ორგანიზაცია ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG