ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფედერატების ძეგლების მოცილების მოთხოვნა იზრდება


ვაშინგტონთან ახლოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიის მთავარ ქუჩას, კონფედერაციის ერთი ჯარისკაცის ბრინჯაოს ქანდაკება 131 წლის განმავლობაში გადმოჰყურებდა. მინეაპოლისში, პოლიციის მეურვეობაში მყოფი შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით გამოწვეულ პროტესტებს, წინააღმდეგობრივი ქანდაკების უეცარი აღება მოჰყვა.

პოლიციის სისასტიკის თაობაზე გამართულმა პროტესტებმა კონფედერატების ძეგლების და მემორიალების მოცილებაზე დებატების პროვოცირება გამოიწვია. ეს ძეგლები ზოგიერთისთვის სიძულვილის და მონობის სიმბოლო, სხვებისთვის კი სამხრეთის პატივსაცემი კულტურული მემკვიდრეობაა.

1861-დან 1865-მდე, სამხრეთის კონფედერაცია და ჩრდილოეთის კავშირი, შეერთებული შტატების სამოქალაქო ომის დროს ერთმანეთთან იყვნენ დაპირისპირებული. ეს სამხრეთის მიერ დანარჩენი ქვეყნიდან გამოყოფის შემდეგ დაიწყო, რაც შტატების უფლებებს, მათ შორის მონათმფლობელობასაც უკავშირდებოდა.

კონფედერაციის ომში დამარცხებიდან რამდენიმე წელიწადში, სამხრეთში კონფედერატების ძეგლების და მემორიალების გამოჩენა დაიწყო. ორი ყველაზე პოპულარული ძეგლი, კონფედერატების არმიის სარდალ რობერტ ლის და კონფედერაციის პრეზიდენტ ჯეფერსონ დეივისს დაუდგეს.

ატლანტის, ემორის უნივერსიტეტის აფრო-ამერიკული სწავლების პროფესორმა კეროლ ანდერსონმა თქვა, რომ ძეგლების აღმართვა დაახლოებით 1890-იანებში, ჯიმ ქროუს კანონების აღმავლობის დროს დაიწყო. ის კანონები, სამხრეთში შავკანიანების მიმართ რასობრივ სეგრეგაციას და დისკრიმინაციას, მათ შორის საარჩევნო ხმის უფლების საკითხში დისკრიმინაციას აძლიერებდა.

ახლა მთელ შეერთებულ შტატებში პროტესტანტები ყვირიან “შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია” და კონფედერატების ძეგლების და მემორიალების მოცილებას მოითხოვენ.


კენტუკის შტატის დედაქალაქში დევისის ძეგლი მოხსნეს და მის დაბადების ადგილზე გადაიტანენ. პროტესტანტებმა დევისის კიდევ ერთი ძეგლი რიჩმონდში ჩამოაგდეს. ალაბამის შტატის ქალაქ მონტგომერიში, დემონსტრანტებმა სკოლის ტერიტორიაზე მდგარი ლის ძეგლი დაანგრიეს.

ანდერსონმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ როდესაც ადამიანები ძეგლებს ანგრევენ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ როდესაც ტრადიციული ინსტიტუტები ხალხის ნებას არ პასუხობენ, ხალხი თვითონ იმოქმედებს.

“სამხრეთის სიღატაკის ადვოკატირების ცენტრის” მიხედვით, კონფედერაციის 1700-ზე მეტი სიმბოლო საჯარო მიწაზეა განლაგებული. ყველაზე დიდი რაოდენობა ჯორჯიაში, ვირჯინიაში და ჩრდილოეთ კაროლინაშია.

ანდერსონი ირწმუნება: “ეს თეთრების უპირატესობის მასიური ემბლემებია. საჯარო მოედნებზე, პარკებში, სასამართლოს შენობების წინ, შტატების საკანონმდებლო ორგანოების და გუბერნატორების რეზიდენციების ტერიტორიაზე იმისთვისაა განლაგებული, რათა შავკანიანებს მათი ადგილი მიუჩინოს. “

მაიკლ ჯეფრისი, მასაჩუსეტსის ველსლის კოლეჯის ამერიკული სწავლების პროფესორი ამბობს, რომ ომის შემდგომ რამდენიმე ათწლეულში აღმართული ძეგლები თეთრი რასის უპირატესობის იდეის გაცოცხლების ნიშანი იყო.

სხვები ამას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ კონფედერაციის პრინციპები სამართლიანი და გმირული იყო.

ბენ ჯონსმა, ყოფილმა კონგრესმენმა ჯორჯიიდან, რომელიც საჯარო მიწაზე კონფედერატების ძეგლების, მემორიალების და დროშების შენარჩუნების გულმხურვალე მომხრეა, თქვა: “ეს ძეგლები პატივს მიაგებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავის ქვეყანას სამხედრო ძალებში და პოლიტიკაში ემსახურნენ. ჩემთვის ეს წარსულის გაცნობიერებაა, რომელიც “იმ დროის ცხოვრების წესს” მონობასაც შეიცავდა.”

ჯონსმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ მისი ზოგიერთი წინაპარი კონფედერატების მხარეს იბრძოდა. მან თქვა, რომ “კულტურული წმენდა” ჩვენი წარსულის განადგურების მცდელობაა.

ამერიკული ისტორიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ გროსმანი ამას უკვდავყოფილ მითს უწოდებს. მან თქვა:

“ეს ძეგლები სამხრეთის კულტურული მემკვიდრეობის პატივსაცემადაა, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც ისინი პატივს მიაგებენ, მონათმფლობელობის ეპოქაა.”

ჯონსი, რომელიც ამბობს, რომ ის რასისტი არ არის და 1960 წლებში შეერთებული შტატების სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში მონაწილეობდა, ძეგლების მოცილებას უწოდებს“სიგიჟეს”, რომელიც ამერიკის დაყოფას ახდენს.

მან თქვა: “ეს რასიზმის გაღმერთება არ არის, ძეგლები ისტორიულ კონტექსტში უნდა მოვაქციოთ და თავის ადგილზე დავტოვოთ.”

ჯეფრისმა თქვა: “გაკვეთილები უნდა მივიღოთ მათი შენახვით ისეთ ადგილებში, როგორიცაა მუზეუმები და ბიბლიოთეკები და არა გარეთ, საზეიმო სახით გამოფენით.”

მას გროსმანი დაეთანხმა: “ისტორიის წაშლა არ შეგვიძლია. არ გვინდა დავივიწყოთ ჩვენი ისტორია, რაშიც შედის ძეგლების აღმართვა რომელიც თეთრი რასის უპირატესობას აღნიშნავს და ზეიმობს.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG