ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა მაიკლ პეკი გლობალური მაუწყებლობის ხელმძღვანელის პოსტზე დაამტკიცა


მაიკლ პეკი
მაიკლ პეკი

ამერიკის სენატმა შეერთებული შტატების გლობალური მედია სააგენტოს (USAGM) მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის პოსტზე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ნომინირებული მაიკლ პეკი დაამტკიცა. სააგენტოს ქუდის ქვეშ სხვა საერთაშორისო მაუწყებლებთან ერთად, ერთიანდება "ამერიკის ხმა" და "რადიო თავისუფლება", რომლებიც ქართული მედია სივრცისთვის კარგად არიან ცნობილი.

მაიკლ პეკს გასული წლის სექტემბერში გამართულ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ჰკითხეს, თუ რა გავლენას მოახდენდა მისი დანიშვნა "ამერიკის ხმაზე". სენატორებს აინტერესებდათ, დარჩება თუ არა „ამერიკის ხმა“ ობიექტურ მედია საშუალებად, რომლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა კანონითაა განსაზღვრული და დაცული.

მაიკლ პეკის მოსმენა სენატში, 2019 წლის სექტემბერი
მაიკლ პეკის მოსმენა სენატში, 2019 წლის სექტემბერი

„მთლიანად სააგენტო დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ ჟურნალისტები დამოუკიდებლები არიან, რომ არავითარი პოლიტიკური გავლენა მათ არ კარნახობს, თუ როგორ გააშუქონ ახლი ამბები და რა თქვან. ამ ნდობის გარეშე, ვფიქრობ სააგენტოს დისკრედიტაცია მოხდება“, თქვა მაიკლ პეკმა. მან სენატორებს უთხრა, რომ როგორც სააგენტოს მთავარი აღმასრულებელი პირი, ის უპირატესობას მიანიჭებს ორგანიზაციის სამოქმედო ეფექტურობას და თანამშრომლების კმაყოფილების გაზრდის საკითხს.

პრეზიდენტ ტრამპის ნომინაციის განხილვა კონგრესში რამდენჯერმე გადაიდო და ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ბოლოს, დამტკიცების პროცესი 18 მაისს შეჩერდა. მიზეზად კანონმდებლები იმ ფაქტს ასახელებდნენ, რომ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელსაც პეკი უძღვებოდა, ფინანსების გაფლანგვის კუთხით, კოლუმბიის ოლქის გენერალური პროკურორის ოფისი იძიებდა.

ამერიკის ხმის ოფისი ვაშინგტონში
ამერიკის ხმის ოფისი ვაშინგტონში

ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედია სააგენტო (USAGM) 5 მაუწყებელს ზედამხედველობს. ესენია: "ამერიკის ხმა" (VOA), "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება"(RFE/RL), "კუბის მაუწყებლობის ოფისი" (OCB), "რადიო თავისუფალი აზია" (RFA) და "ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი" (MBN).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG