ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიკილიქსის დამფუძნებელი, ეკვადორის საელჩოში ყოფნისას, ორი შვილის მამა გახდა


ჯულიან ასანჟი, იმ პერიოდში, როცა ბრიტანეთში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს, ორი შვილის მამა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ, ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით, სააგენტო როიტერი ავრცელებს.

ბრიტანულ მედიას ამის შესახებ ასანჟის ადვოკატი ესაუბრა.

ეკვადორის საელჩოს თავს ასანჟი 2012-2019 წლებში აფარებდა. ორი ვაჟი მას სწორედ ამ პერიოდში შეეძინა.

ამჟამად „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ლონდონში, ბელმარშის ციხეში იხდის სასჯელს. აშშ კი მის ექსტრადირებას ითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG