ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები ყურადღებით აკვირდებიან ახალი კონგრესის მუშაობას


ამერიკელები ყურადღებით აკვირდებიან ახალი კონგრესის მუშაობას
ამერიკელები ყურადღებით აკვირდებიან ახალი კონგრესის მუშაობას

ამერიკელები ყურადღებით აკვირდებიან ახალი კონგრესის მუშაობას. მოსახლეობას აინტერესებს შეძლებენ თუ არა კანონმოქმედები იდეოლოგიური უთანხმოებების გადადებას და ქვეყნის წინსვლისთვის აუციელებელი საკითხების გადაჭრას.

რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მაშინ გამოიკვეთა, როცა კონგრესის ახალმა სპიკერმა ჯონ ბეინერმა განაცხადა, რომ მას დემოკრატების მიერ მიღებული ჯანდაცვის რეფორმის კანონის გამოწვევა სურს.

ვაშინგტონში არსებული ქრონიკური დაძაბულობის ფონზე, კანონმდებლებისთვის რთულია ისეთი საკითხების განხილვის დაწყება, რომლებიც ეროვნული დონის პრიორიტეტებია.

როდესაც არც ერთ პარტიას შესწევს უნარი საკუთარი პოლიტიკური მიზნები ბოლომდე შეასრულოს, ან როცა მათ კომპრომისზე წასვლა არ სურთ, ქვეყანაში, როგორც წესი, პოლიტიკური უმოქმედობის ხანა იწყება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სენატში საკანონმდებლო ინიციატივების დასაბლოკად იმაზე მეტი პროცედუალური განცხადება შევიდა, რამდენიც მე-19 და მე-20 საუკუნეში ერთად.

პოლიტიკური მიმომხილველი ნორმან ორნსტეინი ამბობს:

„მე ვაშინგტონში 41 წელია ვცხოვრობ და კონგრესის საქმიანობას ვსწავლობ. ჯერ არ მახსოვს, რომ ვითარება ასეთი მძიმე ყოფილიყოს.“

პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში იმ დაპირებით მოვიდა, რომ ვაშინგტონში პოლიტიკური დაპირისპირების შემცირებას და კომპრომისების უფრო ხშირად მონახვის შესაძლებლობას შექმინდა. მიუხედავად ამ დაპირებისა, პრეზიდენტისთვის ყველა მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც კონგრესმა მიიღო რესპუბლიკელების თითქმის აბსოლუტური წინააღმდეგობის გაუთვალისწინებალდ იყო დამტკიცებული.

ახალი კონგრესის არჩევასთან ერთად, კვლავ ისმის მოწოდება იმისა, რომ ვაშინგტონში პოლიტიკის წარმოების მეთოდები უნდა შეიცვალოს.

მასაჩუსეცის დემოკრატი სენატორი ჯონ კერი აცხადებს:

„თუ კონგრესი მხოლოდ მომავალ არჩენვებზე იფიქრებს ჩვენი მომავალი თაობების განვითარებას ჩამოვრჩებით. 21-ე საუკუნე კვლავ შეიძლება იყოს ამერიკის საუკუნე, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ მომავალ არჩევნებზე ყურადღებას მოვადუნებთ და ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო საქმეს გაერთიენებული ძალით შევუდგებით.“

ნოემბერში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ წარმოებულმა საკანონმდებლო პროცესმა ბევრ ამერიკელს იმედი გაუჩინა და დაანახა, რომ რესპუბლიკელებს და დემოკრატებს კომპრომისებზე წასვლა და თანამშრომლობა შეუძლიათ.

„ჩვენ ბოლო ორი წლის მანძილზე განვლილი ბრძოლები თავიდან არ უნდა გავიაროთ. ეს ყურადრებას გაგვაფანტინებს, რომელიც აუცილებლად გვჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად,“ აცხადებს პრეზიდენტი ობამა.

მიუხედავად ამ თხოვნისა, რესპუბლიკელები ამბობენ, რომ მათ ამომრჩევლისგან მანდატი აქვთ შეაჩერონ ან შეატრიალონ ობამას პოლიტიკური კურსი. ეს განსაკუთრებით ჯანდაცვის რეფორმის კანონს ეხება.

რესპუბლიკელი კონგრესმენი მიჩიგანის შტატიდან ფრედ აპტონი ამბობს:

„ჩვენ ამ კანონს ნაწილ-ნაწილს დავშლით და მანამდე არ გავჩერდებით, ვიდრე ის უფუნქციო არ გახდება“

სენატის უმრავლესობის ლიდერი დეკორატი კონგრესმენი ჰარი რიდი კი ამ განცხადებას ასე პასუხობს:

„რესპუბლიკელებმა საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ჯანდაცვის სფეროს რეფორმის კანონი არ შეიცვლება და არ გაუქმდება.“

ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი და საკითხავია ექნება თუ არა არიზონას შტატის კონგრესმენ გაბრიელ გიფორდზე თავდასხმას გრძელვადიანი გავლენა ამერიკის კონგრესში ერთსულოვნების შენარჩუნებაზე. ამ ეტაპზე კონგრესის წევრებს შორის კომპრომისის სურვილი არის გამოკვეთილი. ამის ერთი მტკიცებულება ის არის, რომ კონგრესმა საკანონმდებლო საქმიანობა დროებით გადადო და ტუსონის მოსახლეობას მყწუხარების გამოხატვაში შეუერთდა.

XS
SM
MD
LG