ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ლიდერები ჰოლოკოსტის მოსაგონებლად შეიკრიბნენ


ხუთშაბათს, მსოფლიოს ათობით ლიდერი შეიკრიბა ღონისძიებაზე, რომელიც ჰოლოკოსტის ხსოვნას და ანტი-სემიტიზმის ზრდის შესახებ გაფრთხილებას მიეძღვნა.

ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმის ნაწილია მიმართვები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან, გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერისგან და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისგან.

ოთხშაბათს გამართული სადილის მასპინძლობისას, ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა ლიდერებს მოუწოდა “რასიზმთან, ანტი-სემიტიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლაში ერთად დადგნენ”.

ხუთშაბათის ღონისძიებები დაემთხვა აუშვიცის სიკვდილის ბანაკის გათავისუფლების 75-ე წლისთავს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტებმა 1.1 მილიონზე მეტი ადამიანი, უმეტესად ებრაელები მოკლეს.

ნაცისტურმა გერმანიამ, ჰოლოკოსტის დროს სულ ექვსი მილიონი ებრაელი გაანადგურა.

პოლონეთი, სადაც აუშვიცი მდებარეობს, შემდეგ კვირაში 1945 წელს საბჭოთა ძალების მიერ ბანაკის გათავისუფლების აღსანიშნავ ცერემონიებს გამართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG