საახალწლო სეზონის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი სხვადასხვა ფორმის განათება და დეკორაციაა. ტრადიციულ განათებას წელს ახალი იდეები უპირისპირდება და მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მნახველებს ისინი, ზამთრის ღამეების გახალისებაში ნათურები მაინც დიდ როლს თამაშობს.