ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე ოდნავ იმატებს


იანვარში შეერთებული შტატების უმუშევრობის დონე ოდნავ გაიზარდა იმ დროს, როცა სამუშაო ადგილების ეფექტური მატება უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ამას ბევრი ეკონომისტი მოელოდა.

შრომის დეპარტამენტის დღევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ უმუშევრობის დონის მაჩვენებელი პროცენტის ერთი მეათედით გაიზარდა და 4.8 პროცენტს მიაღწია იმის გამო, რომ სამსახურს მეტი ადამიანი ეძებდა. ადამიანები ოფიციალურად უმუშევრად არ ითვლებიან, თუ ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში სამუშაო არ უძებნიათ.

ბევრი ახალი სამუშაო ადგილი სამშენებლო სექტორში და საცალო ვაჭრობის მაღაზიებში შეიქმნა.

XS
SM
MD
LG