ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები გააგრძელა


ევროპული საბჭო
ევროპული საბჭო

15 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ექვსი თვით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ერთდღიანი შეხვედრა გვიანობამდე გაგრძელდა. გადაწყვეტილება ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება. შეთანხმება მიღწეულ იქნა მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებისგან და ევროპის ენერგო სექტორის ინტერესებისგან, მათ შორის გერმანიის შიგნით, მზარდი ზეწოლა ხდებოდა, რათა სანქციები გაუქმებულიყო.

ამ შეხვედრაზე საკამათო საკითხი უკრაინის მიმართ ნიდერლანდების პოზიცია იყო. ევროკავშირის ლიდერებმა დაამტკიცეს განცხადება, რომლის მიხედვითაც უკრაინასა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების შესახებ შეთანხმება, უკრაინის ევროკავშირის წევრად მიღებას არ გამოიწვევს.

XS
SM
MD
LG