ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის კიბერ-შეტევების გამოძიება აუცილებელია


კიბერული გამოწვევა
კიბერული გამოწვევა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რამდენიმე რესპუბლიკური პარტიის ლიდერთან ერთად, თანხმდება, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერ-თავდასხმები უნდა გამოიძიონ. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მონაცემებით, კიბერ-თავდასხმების გზით, რუსეთი ამერიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.

ამ აზრისაა სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკონელი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი. „რუსები ჩვენი მეგობრები არ არიან“ ამბობს მაკონელი. რაიანი კი დასძენს, რომ გამოძიებამ დონალდ ტრამპის გამარჯვება „ჩრდილი არ უნდა მიაყენოს“, თუმცა, უცხო ქვეყნის ჩარევა არჩევნებში „ძალიან პრობლემატურია“ და „აბსოლუტურად დაუშვებელია“.

XS
SM
MD
LG