ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ალეპოს დაბომბვას აგრძელებს


სირიის მომავალი გაურკვეველია

სერგეი ლავროვი დღეს დაიმუქრა, რომ რუსეთი სირიის მთავრობასთან ერთად ალეპოს დაბომბვას მანამდე გააგრძელებს, სანამ ამბოხებულები ქალაქს არ დატოვებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

ლავროვის კომენტარს მხოლოდ ერთი დღით უსწრებდა წინ მისივე განცხადება, რომელშიც მინისტრმა თქვა, რომ ჰუმანიტარული პაუზის მიზნით, სირიის მთავრობამ ალეპოს აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ ჟურნალისტის კითხვაზე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა: „არ მითქვამს, რომ სამხედრო ოპერაციები სრულად წყდება, ვთქვი, რომ ისინი დროებით შეჩერებულია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომელთაც ქალაქის დატოვება სურთ“.

XS
SM
MD
LG