ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის საინფორმაციო დოქტრინა უცხოურ მედიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს


კრემლი, მოსკოვი, რუსეთი
კრემლი, მოსკოვი, რუსეთი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინას“, რომლითაც 2000 წელს მიღებული მსგავსი დოკუმენტი ჩაანაცვლა. ექპერტთა შეფასებით, დოკუმენტი მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ კრემლის პოლიტიკას ასახავს. 16 გვერდიანი დირექტივის მიზანია „სტრატეგიული დაგეგმარება ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“. დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ „სხვა სახელმწიფოები“ ცდილობენ რუსულ პოლიტიკაზე ინფორმაციული და ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენას და უცხოური მედია რუსეთს „მიკერძოებულად აშუქებს“.

ამასთანავე, დოკუმენტი საუბრობს იმაზე რომ რუსი ახალგაზრდები ხშირად „ინფორმაციულ ზეწოლას“ განიცდიან, რომლის მიზანიც „ტრადიციული რუსული სულიერი დამორალური ღირებულებების გაქრობაა“.

XS
SM
MD
LG