ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მიტ რომნის კანდიდატურა ჯერ ისევ განიხილება


დოლანდ ტრამპის და მიტ რომნის შეხვედრა
დოლანდ ტრამპის და მიტ რომნის შეხვედრა

პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მისი ყოფილი კრიტიკოსის და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკელი კანდიდატის, მიტ რომნის კანდიდატურა ჯერ ისევ განიხილება. განცხადება კიდევ ერთხელ მატებს დამაჯერებლობას ცნობებს, რომ მიტ რომნი ამ თანამდებობისთვის მოწინავე პრეტენდენტია.

NBC-სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ მიტ რომნისთან ბევრი ისაუბრა და ფიქრობს, რომ გარკვეულ პროგრესს მოაღწიეს.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის მთავარი დიპლომატის თანამდებობაზე საკუთარ არჩევანს, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში გაახმოვანებს.

XS
SM
MD
LG