გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე არაოფიციალური კენჭისყრით პორტუგალიელი ანტონიო გუტერეში აირჩიეს.
მის კანდიდატურას უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 9 და თავი შეიკავა 2-მა წევრმა.
ივლისიდან მოყოლებული საბჭომ არაფორმალური და ანონიმური კენჭისყრა ხუთჯერ გამართა. ხუთივე კენჭისყრის შედეგად პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 67 წლის გუტერეში ლიდერობდა.
როგორც გუტერეშმა "ამერიკის ხმას" უთხრა, გენერალური მდივნის პოსტზე კენჭისყრისას მისი მთავარი მოტივაცია "გლობალური გამოწვევების მოგვარებაა".
გამარჯვებული ბან კი-მუნს 2017 წლის პირველი იანვრიდან ჩაანაცვლებს.