ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში მომხდარ აფეთქებებში ოთხი დაღუპულია


ტაილანდის სამხრეთ პროვინციებში, ხუთშაბათს და პარასკევს აფეთქებების სერია მოხდა, რის შედეგადაც სულ ცოტა ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

აფეთქებები საზღვაო კურორტ, კუნძულ ჰუა ჰინზე მოხდა, რომელიც პოპულარული ტურისტული ადგილია. პოლიციას მიაჩნია, რომ აფეთქებების ტალღა ადგილობრივი დივერსიაა და ისლამისტი ტერორისტების ნამოქმედარი.

ბოლო რეფერენდუმზე, მილიონობით ტაილანდელმა ხმა მისცა ხუნტის მიერ მხარდაჭერილი კონსტიტუციის დამტკიცებას, რომელიც სამხედრო ლიდერების თქმით, ახალი არჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა.

XS
SM
MD
LG