ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში პროქურთული ორგანიზაციების ოფისები გაჩხრიკეს


თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთი ამბოხებულების პოზიციები დაბომბა. პარალელურად, რეიდები მოეწყო სტამბოლში მოქმედი პროქურთული პოლიტიკური ირგანიზაციების ოფისებში.

სახელმწიფო მედია იუწყება, რომ პოლიციამ სტამბოლში დღეს დილით 17 ეჭვმიტანილი დააკავა. მათ შორის პროქურთული პოლიტიკური პარტიის - სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრებიც არიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებები ოთხშაბათს ერთდროულად მომხდარი აფეთქებების კვალდაკვალ განხორციელდა. სავარაუდოდ პოლიციის მანქანებზე გათვლილი თავდასხმა სამიზნეს აცდა და მათში 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რამდენიმე ხნით ადრე ერაყის საზღვართან მომხდარ აფეთქებაში, რომელიც ასევე ქურთისტანის მუშათა პარტიას დაბრალდა, 4 ჯარისკაცი მოკლეს და 9 დაჭრეს.

XS
SM
MD
LG