ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში 5 ადამიანი დაიღუპა


თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქებების გამო ლიბანში, სირიის საზღვრის მახლობლად, სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ორშაბათს გამთენიისას ქაას დასახლებაში აფეთქება სამმა თავდამსხმელმა მოაწყო.

დაჭრილია 15 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია. მოსაზღვრე სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო ლიბანი აფეთქებების სამიზნე ხშირად ხდება.

XS
SM
MD
LG