ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 ადამიანი დაიღუპა იორდანიის და სირიის საზღვარზე მომხდარი აფეთქებისას


იორდანიის სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით 6 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა იორდანიის და სირიის საზღვარზე მომხდარი აფეთქებისას.

აფეთქება რუკბანში მოხდა, სადაც სირიიდან გაქცეული ათობით ათასი ადამიანი იყრის თავს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიხედვით 8 მილიონიან იორდანიაში სულ მცირე 650 000 რეგისტრირებული დევნილია.

XS
SM
MD
LG