ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლას-ვეგასში მამაკაცი ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დააკავეს


ლას ვეგასში უსაფრთხოების სამსახურებმა ბრიტანელი მამაკაცი დააკავეს, რომელმაც მათი ცნობით რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა.

ფედერალურ სასამართლოში შესული ცნობის თანახმად, მაიკლ სტივენ სენდფორდი გასულ კვირას ლას ვეგასში დონალდ ტრამპის საკამპანიო შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა, სადაც მან პოლიციელის ბუდიდან იარაღის ამოღება სცადა.

დაცვის სამსახურის ინფორმაციით სენდფორდმა აღიარა, რომ ტრამპის მკვლელობას დაახლოებით წელიწადია გეგმავს. სენდფორდმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ პირველად იარაღი გასულ პარასკევს, ლას ვეგასის საწვრთნელ ცენტრში გაისროლა. რომაქამდე არაფერი თქმულა მის მოტივებზე. სასამართლოს წინაშე ის 5 ივლისს წარსდგება.

XS
SM
MD
LG