ალეპოს ჩრდილოეთით მდებარე პროვინციაში ათობით ათასი სირიელი დევნილი საბრძოლო ოპერაციების შუაგულში აღმოჩნდა. უკვე რამდენიმე დღეა რეგიონში ზომიერ და ისლამისტ ამბოხებულების ფრაქციას და დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შორის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
ექსტრემისტები თურქეთის საზღვართან მდებარე ორი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქის დაპყრობას ცდილობენ. ბრძოლების გამო მობილიზებულია თურქეთის და საერთაშორისო კოალიციის საბრძოლო თვითმფრინავები, ქურთების საჯარისო ქვედანაყოფები.