ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩინელი ამერიკელები ტრამპს ვნებენ"


კალიფორნიის შტატში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ჩინური წარმოშობის ამერიკელები შეიკრიბნენ. მათ თეთრი მაისურები ეცვათ, წარწერით: “ჩინელი ამერიკელები ტრამპს ვნებენ”. ჯგუფის მიზანია შეერთებულ შტატებში შექმნილი სტერეოტიპის შეცვლა, რომლის მიხედვითაც ემიგრანტი ამერიკელების უმეტესი ნაწილი დემოკრატიული პარტიის და მისი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერია.

ახალი გამოკითხვების მიხედვით, რომელიც აზიური წარმოშობის ამერიკელთა სამი ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა, დემოკრატიულ პარტიას უფრო და უფრო მეტი აზიური წარმოშობის ამერიკელი უერთდება. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია “ჩინელი ამერიკელების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრამპის მხარდამჭერთა რაოდენობა მათ რიგებში თანდათან იზრდება.

XS
SM
MD
LG