ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები, როგორც რესპუბლიკური ასევე დემოკრატიული პარტიიდან, დღემდე ჯამში 20-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საჯარო დებატებში. მომდევნო მსგავსი ღონისძიება, სავარაუდოდ, ყველაზე არაორდინალური იქნება.
აქამდე, დებატები მხოლოდ შიდა-პარტიული ხასიათის იყო. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ერთ-ერთ თოქ-შოუში, სავარაუდოდ, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ბერნი სანდერსი ერთმანეთს შეხვდებიან. ეს მათ შორის საჯარო ფორმატში პირველი შეხვედრა იქნება.